საპარლამენტო უმცირესობა თბილისში გამართულ არცერთ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და არც განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „კურიერს“ უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისში დაგეგმილ ყველა შეხვედრასა, თუ განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თბილისში მიმდინარე პროცესებში ჩართვას არ აპირებენ.
როგორც ცნობილია, კანომდებლები მიმდინარე კვირას მუშაობას თბილისში გააგძელებენ. დღეს 22 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა იგეგმება. მოისმენენ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ანგარიშებს.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგშია ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც დეკემბრამდე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა დაკომპლექტების გადავადებას გულისხმობს. საპარლამენტო უმცირესობა თბილისში