საქართველოს პრეზიდენტი რეზო ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და იმ ღვაწლზე საუბრობს, რაც ქვეყნის წინაშე რეზო ჩხეიძის სახელს უკავშირდება.
"გული დამწყვიტა ცნობამ დიდი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ. ბატონი რეზოს განუმეორებელი ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული ფილმები, დაუვიწყარი სახეები და ისტორიები მსოფლიო კინოკლასიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. კლასიკოსი რეჟისორის შემოქმედებამ შორს გაუთქვა სახელი ჩვენს ქვეყანას და მის მდიდარ კულტურას. ამ მძიმე წუთებში ბატონი რეზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისზე და თანადგომას ვუცხადებ მათ," - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.