ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ საკუთარი თანამშრომლები ცემა, რის შემდეგაც მათ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები დააწერინა და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ინცინდენტი მერიის შენობაში მას შემდეგ მოხდა, რაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და მერს შორის დაწყებული შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნაცემია ზედამხედველობის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და თავად მერი. ერთ-ერთი ნაცემი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„კურიერი“ ოზურგეთის მერიას დაუკავშირდა, სადაც მომხდარს ნაწილობრივ ადასტურებენ.
"ვადასტურებთ, რომ ზედამხედველობის სამსახურის სამმა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა,"-აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.
მათი გათავისუფლების მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.