საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა კონსულტაციებზე მოახლოებულ რიგის სამიტზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული სამეკავშირეო ხელშეკრულებები.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე შტაინმაიერმა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზეც ისაუბრა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პერსპექტივას ვიზალიბერალიზაციის პროცესში დადებითად აფასებს.
მისი თქმით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ პროცესში და სამუშაოები, რომელიც მან გაატარა მაღალ დონეზე იქნა შესრულებული.
„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს თავის შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ვიზიტის ფარგლებში ბერუჩაშვილი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველსაც შეხვდა.