პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობისთვის ნდობის დაჩქარებული წესით გამოცხადების მზადყოფნას გამოთქვამს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო პროცესების ხვალ დილიდან დასაწყებად მობილიზებულია.
"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ვერსიისადმი, რომ ჩვენ ხვალ და ზეგ ვიქნებით დაკავებული მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენით და მისთვის ნდობის გამოცხადებით, პარლამენტი ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ხვალ დილიდან შევუდგეთ ამ საქმეს,"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.