08 იანვარი 2026,   09:14
ვრცლად
რეფინანსირებაზე მიბმული სესხები ლარში ისევ ძვირდება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც ლარში არსებული სესხების პროცენტის გაზრდას გულისხმობს. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით სესხის პროცენტი 7 ათას 494 ადამიანს გაუძვირდება.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს  იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული,“ - წერია ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაზე დღეს მიიღო.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე,“ -აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

დღის ამბები