პრემიერი არის „არაადეკვატური“ პოლიცია „პოლიტიზებული,“ - ასე გამოეხმაურა უმცირესობის წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გუშინ მის სახლთა გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აზრით, პრემიერ-მინისტრმა საპატრულო პოლიცია „პოლიტიკური ბრძოლის იარაღად" აქცია. ბოკუჩავა მოუწოდებს პრემიერს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
„პოლიცია ასრულებს ერთი ადამიანის ხუშტურებს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.