14 იანვარი 2026,   10:25
ვრცლად
„სასჯელაღსრულების სისტემას კრიმინალები მართავენ“ - ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მისვლას კიდევ ერთხელ თხოვს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძემ მისი მისამართით პარლამენტში დაგროვილ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს და უნდა დაესწროს უმცირესობის სხდომას. ჭიკაიძე ამ დრომდე არ დათანხმდა უმცირესობის რამდენიმე მიწვევას სხდომაზე.

ნაციონალური მოძრაობა ასევე მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან ნადირაშვილის თქმით, ციხეებს მართავენ კრიმინალური ავტორიტეტები. მათ კი ხელს უწყობს არსებული ხელისუფლება. ამის შესახებ ნადირაშვილმა 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის გადაცემა „აქცენტებში“ გასული სატელეფონო ჩანაწერების შესახებ, ასევე ბოლო კვირაში საპატიმროში გარდაცვლილ 3 პატიმარზე.

„იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გაავრცელა ერთერთმა ტელეარხმა, ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ივანიშვილს მიიჩნევენ თავის იდეოლოგად და სწორედ ივანიშვილი სოლოლაკის შუშის სასახლიდან ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს.

მას არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მინისტრებთან., საზოგაოდებას კი მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ მკვლელობებს, ყაჩაღობას და ძარცვა-დაუთოებას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ციხეების კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, რასაც ადასტურებს ბოლო კვირაში, საეჭვო ვითარებაში 3 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებები იწვევს ძალადობას, დანაშაულს, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს, პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას, რაცი მათი თქმით, აისახება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები