09 იანვარი 2026,   11:03
ვრცლად
ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშები - დაკავებულებს გირაო შეეფარდათ

ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშებისთვის დაკავებული რამდენიმე პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლოში პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვდა.

დაკავებულთა შორის მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები არიან, გარდა ამისა  ერთ-ერთი მათგანი ტოტალიზატორის წარმომადგენელიც არის.

აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით ისინი 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს  კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის, შემდეგ კი ონლაინ ტოტალიზატორებში ფსონებს ათავსებდნენ. მოგებულ თანხას ბრალდებულები ერთმანეთში ინაწილებდნენ. 

დღის ამბები