09 იანვარი 2026,   08:13
ვრცლად
"ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია და ეს არასად ფიქსირდება,"- გურამ დონაძე

"ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია და ეს არასად ფიქსირდება,"- ეს გაცნხაება საქალაქო სასამართლოში გურამ დონაძემ რეპლიკის სახით გააკეთა. 

დონაძის ეს გამოხმაურება სასამართლო სხდომაზე აკაკი ბართაიას განცხადებებს მოჰყვა, რომელიც სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმედ იკითხებოდა. 

ბართაიამ დღევანდელ სხდომაზე 2004 წლის 23 ნოემბრის ღამის მოვლენები დეტალურად გაიხსენა და განაცხადა, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. 

"გაგვაჩერეს სრულიად უმიზეზოდ. ჩვენ იარაღი არ გვქონია, შემდეგ დაგვაწვინეს და მოულოდნელად გავიგეთ გასროლის ხმა რის შემდეგაც ბუტა წაიქცა. ამის შემდეგ დაგვალაგეს ისე, როგორც სურდათ და ჩაგვიდეს იარაღები. ამ პროცესს გურამ დონაძე,  ირაკლი ფირცხალავა და მაშინდელი საპატრულოს უფროსი ზურაბ მიქაძეც ესწრებოდა,"- განაცხადა აკაკი ბართაიამ სასამართლო სხდომაზე. 

"კურიერი" ბართაიას ბრალდების შესახებ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს გაესაუბრა. ზურაბ მიქაძემ ბართაიას ბრალდებები აფსურდულად შეაფასა. 

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს უკვე დასრულდა მომდევნო სხდომა 29 მაისს გაიმართება, სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. 

დღის ამბები