08 იანვარი 2026,   13:12
ვრცლად
2012 წლიდან დღემდე-ღარიბაშვილი ოპოზიციას მთავრობის საქმიანობის შედეგებს აცნობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ქვეყანაში 119 ახალი საწარმო დააფინანსა და შეიქმნა ათობით სამუშაო ადგილი.

ღარიბაშვილის თქმით მხოლოდ გასულ წელს 55 ახალი გზა და 20 ხიდი აშენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება წყალტუბოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საკურორტო ზონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლეხებმა 107 მილიონი ლარის ოდენობის სასუქი და  47 მილიონი ლარის შხამ-ქიმიკატები მიიღეს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით საქართველოში 8 ახალი ჰიდროელექტრო სადგური უკვე შეიქმა და 6 კიდევ აშენდება. მათ შორის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს დაიწყება "ნესკრა-ჰესის" მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება  620 მლნ დოლარი იქნება.  

გასულ წელს 84 ახალი ამბულატორია გაიხსნა, სოფლის ექთნებისა და ექიმების დაფინანსება 150 ლარით გაიზარდა. მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფო 2 მილიარდის მკურნალობას უწევს საქართველოს მოქალაქეებს. მინიმალური პენსია კი 150 ლარით განისაზღვრა. გაიცემა დახმარება მრავალშვილიან ოჯახებზე. საცხოვრებლით უწრუნველყოფილები არიან დევნილები, მათ გავუწიეთ 15 მილიონი ლარის დახმარება. რაც შეეხება განათლებას, მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს, უფასო სასკოლო ტრსანსპორტი ემსახურება 52 000-ზე მეტ მოსწავლეს, დაფინანსდა პროფერიული სასწავლებლის სტუდენტების განათლება, შენდება სკოლები. პედაგოგებს მოემატებათ ხელფასები. 2013 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩველებელი 3,3 %  იყო, 2014 წელს  4,8%.  საქართველო რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევა. 2012-2014 წლებში 3 მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუფციული ქვეყანაა მსოფლიოში.

ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირთათვის რომლებსაც სახელმწიფოსადმი დავალიანება აქვს და ეს 500 ათასს არ აჭარბებს მოხდება გადავადება ერთი წლით. ხოლო 1 მილიარდის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოიწერება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და სპორტის სფეროს წარმატებებზეც ისაუბრა. 

დღის ამბები