„საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება,“ - მთავრობის ახალ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
ღარიბაშვილის, განცხადებით, დაწყებულია მუშაობა დაგროვებთი საპენსიო სისტემისათვის, მიმდინარეობს რეფორმა.
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მუშაობა დაწყებულია. რეფორმის დასრულების შემდეგ პენსიის რაოდენობა დამოკიდებული იქნება კერძო შენატანებსა და სტაჟზე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.