15 იანვარი 2026,   00:21
ვრცლად
კვესიტაძის გადაცემა კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება - გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ეკა კვესიტაძის გადაცემას ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით, გადაცემა კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ინტერესებს ემსახურებოდა და ქვეყანაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების გადასაფარად იყო მიმართული. გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ დასადგენია ეთერში გასული აუდიო მასალა ვის მიერ, როდის და სად ჩაიწერა. 

20 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გავიდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. ეკა კვესიტაძის თქმით, ჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული. აუდიოფაილების მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სიტუაციას კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები