საქალაქო სასამართლოში პრემიერის სახლთან აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა გრძელდება. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს.
ამ წუთებში სასამართლოს ახსნა-განმარტებას აცნობენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. აღნიშნულზე საკუთარ პოზიციას დაკავებულებიც აფიქსირებენ.
პროცესზე ასვე განიხილება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეოკარების განხილვაც. სასამართლო დაცვის მოწმეებსაც დაკითხავს.
მოსაშვილის ქუჩაზე 19 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებები დღეს დილით აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, პოლიცია მომიტინგეთა მიმართ თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი.