16 იანვარი 2026,   04:28
ვრცლად
რუსეთის შეთავაზებული დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება - შტეფან ფულე

ევროკომისარი შტეფან ფულე, რუსეთის მიერ დეფაქტო აფხაზეთისათვის შეთავაზებულ ჩარჩო დოკუმენტს ეხმაურება. ევროკომისარი ამბობს, რომ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხე.

შტეფან ფულეს მიაჩნია, რომ დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში ეს დოკუმენტი საფრთხეს უქმნის თავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებსაც.

"ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვაწოდა. ვფიქრობ, ამგვარი ინიციატივები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მისწრაფებებსაც“ აცხადებს შტეფან ფულე

ევროკომისარს მიაჩნია რომ ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა უმოკლეს ხანში უნდა დაიწყოს. ფულეს განცხადებით ამ საკითხზე უკვე შეთანხმება მიღწეულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები