10 იანვარი 2026,   22:30
ვრცლად
„მე განსაკუთრებულად გაგეცით პასუხი,“-ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კანდელაკს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა  სხდომათა დარბაზში აღნიშნა, განცხადება თეთრმა სახლმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

ღარიბაშვილის თქმით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სექტემბერში თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის  ფორუმში."

„დოკუმენტში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არის დადებითად შეფასებული. ასევე წერია, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობა ქვეყნებს შორის არსებობს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განცხადების წაკითხვამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს,  გიორგი კანდელაკს მიმართა.

„მე მინდა ბატონ გიორგი კანდელაკს განსაკუთრებულად ვუპასუხო. ვასრულებ ჩემს დაპირებას და იმ კითხვას, რასაც 2 დღის განმავლობაში სვამდით პასუხს ვცემ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები