„ქალბატონი სანიკიძე დღეს თვალებში გიყურებთ, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ არ გაგახსენდეთ, რომ ის მარგველაშვილის კადრია, “-ამ სიტყვებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა როდესაც მარგველაშვილის წინააღმდეგ მთავრობა ახალ კამპანიას იწყებს სანიკიძე ყოველთვის პირველ რიგებშია და მისი თქმით და თუ ღარიბაშვილის წინააღმდეგაც მისცემენ ბრძანებას ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით განათლების მინისტრი „ისევე აქტიურად შეასრულებს დავალებას."
„იგივე შეგვიძლია ვთქვათ წულუკიანზეც, აღარაფერს ვამბობთ თინა ხიდაშელზე, რომელიც ისე დანიშნეს, რომ არც კი გკითხეს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ გუნდისთვისაც კი არ ხართ ლიდერი,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ამ წუთებში მინისტრებისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.