ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილი მინისტრისა და შეიარაღებული ძალების სახელით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"ისევე როგორც სრულიად საქართველო, მეც, პირველ რიგში, როგორც დედა და ქალი, შემძრა ამ ტრაგედიამ. ბავშვების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ უდიდეს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გამოვხატავ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები უძლურია, ბავშვების ასეთი ტრაგიკული დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი და მოუშუშებელი ტკივილია," - წერია სამძიმრის წერილში რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.