ევროკომისარის იოჰანეს ჰანის განცხადებით საქართველო, მოლდოვა და უკრაინა 150 მილიონიან გრანტს მიიღებენ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟუნრალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
ევროკომისარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე ისაუბრა "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელსაც ევროკომისარმა დადებითი უწოდა.
"რიგის სამიტზე უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება რა არის შესაძლებელი. ევროპა მიმზიდველია ჩვენი მეზობლებისთვის, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ჩვენი გამოცდილების გაზიარებაში,"- განაცხადა ევროკომისარმა.