ლარი დოლართან მიმართებაში დღესაც გაუფასურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დღის ბოლოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ერთი დოლარი ოფიციალური კურსის მიხედვით 2.3429 ლარია. გაუფასურების დღევანდელმა მაჩვენებელმა 0.0091 ლარი შეადგინა.
დოლართან კვლავ გაუფასურებული ლარი ევროსთან მცირედით გამყარდა და ერთი ევრო 2.6142 ლარი გახდა.