07 იანვარი 2026,   20:16
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 19 პროცენტი

NDI-ს გამოკითხვებით მოქალაქეთა 19 პროცენტი კარგად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას. 54 პროცენტი კი - საშუალოდ.

გამოკითხულთა 18-18 პროცენტი კარგად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას. უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 51 პროცენტი, დავით ბაქრაძის საქმიანობას კი - 39 პროცენტი. 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად 16 პროცენტი აფასებს, 52 პროცენტი კი - საშუალოდ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები