08 იანვარი 2026,   09:13
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს-ეროვნული ბანკის ახალი კურსი დადგენილია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც ამ დრომდე მოქმედებდა, 2.3429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, გუშინ მოქმედი კურსი კი 2.6142 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0373 ლარი შეადგინა.

დღის ამბები