რუმინეთის ფინანსთა მინისტრი და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD-ში დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა მიიღო. შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.
მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.