09 იანვარი 2026,   12:05
ვრცლად
ახალსოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს

ხმაური იყო დღეს გარდაბანში. ახალსოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟებიც.

აქციის მონაწილეებთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელიც მივიდა. მისი განცხადებით, სადავო მიწები 90-იან წლებში გასხვისდა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთვხვევაში მოსახლოება გზის გადაკეტვას აპირებს.

დღის ამბები