09 იანვარი 2026,   12:07
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

სოჭში გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" არსებული შეთანხმება განიხილეს. როგორც სააგენტო apsny.ru იტყობინება შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივ ურთიერთობებზე იყო მსჯელობა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით შეხვედრის დეტალებზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხვალ, შაბათის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

"მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა.

დღის ამბები