ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ზაზა აბაშიძე უხელმძღვანელებს, გადაწყვეტილება ამის შესახებ განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
კომისიამ რამდენიმე კანდიდატურა განიხილა და ცენტრის დირექტორის თანამდებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ცენტრს მანამდე ბუბა კუდავა ხელმძღვანელობდა, თუმცა კუდავას განათლების მინისტრმა დაკავებული თანამდებობა დაატოვებინა. როგოც მინისტრი სანიკიძე ამბობდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა.