თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა. 2013 წლის დეკემბერში მოკლული 21 წლის ჯემალ შელიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი დარბაზიდან გათავისუფლდა. მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ კახაბერ წურწუმია, ტარიელ წურწუმია, აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია. გარდაცვლილის ახლობლები ოთხივე ბრალდებულის დარბაზიდან გატავისუფლებას აპროტესტებდნენ, სიტუაციის განსამუხტად სასამართლოს მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო.