15 იანვარი 2026,   00:22
ვრცლად
შავგულიძის დუმილი

ფლობდა თუ არა წინასწარ ინფორმაციას თენგო ერისთავის დაკავების შესახებ შალვა შავგულიძე? უმრავლესობის წევრი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. თენგო ერისთავი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა ბრალდებულის ინფორმაციით, მან წინასწარ აცნობა ვაკის დეპუტატს, რომ სამართალდამცველები მის დაკავებას გეგმავდნენ.

როგორც რუსთავის2 ჟურნალისტებმა გაარკვიეს შალვა შავგულიძე აშშ იმყოფება. პარლამენტის აპარატში განმარტეს რომ დეპუტატი საქართველოში თვის ბოლოს ბრუნდება. შავგულიძისგან განმარტებებს პარლამენტში საკუთარი გუნდის წევრები ელოდებიან.

ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით თუკი ფაქტი დადასტურდა რომ კანონი დაირღვა და შალვა შავგულიძე მართლაც ინფორმირებული იყო, მაშინ უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი ამბობს რომ პარლამენტს საგამოძიებო ფუნქციები არ აქვს და შეუძლია მხოლოდ პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის მიმდინარეობის პროცესი. 

დღის ამბები