ქობულეთის რაიონში მამაკაცი ცოლისთვის თავში ცულის ჩარტყმის ფაქტზე დააკავეს. შემთხვევა სოფელ დაგვაში მოხდა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
"რუსთავი 2" შემთხვევის ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.