08 იანვარი 2026,   12:56
ვრცლად
ქადაგიძე, ხადური და მეჭიაური ამ წუთებში პარლამენტში დახურულ შეხვედრას მართავენ

ამ წუთებში პარლამენტში ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარეს ხვდებიან. ნოდარ ხადურის, გიორგი ქადაგიძისა და თამაზ მეჭიაურის შეხვედრის თემა უცნობია.

სავარაუდოდ შეხვედრაზე ლარის კურსის საკითხი განიხილება და არ არის გამორიცხული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშზეც იმსჯელონ.

გიორგი ქადაგიძეს საკუთარი ანგარიში პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს და მისი მოსმენა მიმდინარე კვირაში უნდა მომხდარიყო, თუმცა სავარაუდოდ მომავალი კვირისთვის გადაიდო.

დღის ამბები