07 იანვარი 2026,   09:55
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ქვეყანში, ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ანდრის ბერზინშმა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

მათი საუბრის მთავარი თემები რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ლატვიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იყო.

ანდრის ბერზინშმა ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ლატვიის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.

პრემიერმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ საქართველომ 2015 წელს უმასპინძლოს ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას.

ამავე თემაზე
დღის ამბები