14 იანვარი 2026,   14:13
ვრცლად
კბილაშვილი: „კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს“

ყოფილი  მთავარი პროკურორი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და დღემდე ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება, ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ  მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაა და „კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს“.  მაგრამ მომავალში რა იქნება, არ იცის.

მან ამის შესახებ „რუსთავი2“-თან საუბრისას იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა,აქვს თუ არა მას პოლიტიკური გეგმები .

როგორც ის ამბობს,  ამ ეტაპზე მას პოლიტიკური გეგმები არა აქვს, მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის  რეფორმაზე მუშაობს და ის პოლიტიკური ორგანიზაციის  ჩამოყალიბებას არ აპირებს. ასევე არ აპირებს ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან გაერთიანებას.  თუმცა, იმასაც ამბობს, რომ დღევანდელი პრეზენტაციის შესახებ ივანიშვილი ინფორმირებული იყო.

„ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს. შეუძლებელია, რომ ეს მიზანი პოლიტიკური სარჩულის ქვეშ შესრულდეს. მხოლოდ სამართლის რეფორმის განვითარებაზე ვართ ორიენტირებული ... არანაირი პოლიტიკური გეგმა არ გვაქვს და არავითარი ურთიერთობა ფორმალიზების თვალსაზრისით ამ ორგანიზაციას და ივანიშვილის ორგანიზაციას შორის არ არსებობს,“ - ამბობს კბილაშვილი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე და დღემდე. მომავალში არ ვიცი, რა იქნება.  ვნახოთ, როგორ განვითარდება.“  

დღის ამბები