14 იანვარი 2026,   03:58
ვრცლად
რიგის სამიტი - 30 გვერდიან დასკვნაში საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული

რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. კონსულტაციები დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებით ევროკავშირისა და პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საბოლოო ვერსიაში კი ჩაიწერა, რომ ევროკავშირი აღიარებს პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანს.

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კი ლიდერები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და მისი მეორე ფაზის დასრულებას ელიან.

დეკლარაცია 30 პუნქტიანია და მასში საუბარია ევროკავშირის ურყევ მხარდაჭრაზე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

დღის ამბები