„სამიტმა აჩვენა, რომ საქართველოში გატარებულ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებენ,“- ასე ეხმაურება რიგის სამიტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი სერგი კაპანაძე.
კაპანაძე ხელისუფლებას მიმართავს და გაძლიერებული მუშაობისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ ის მთავარი მიზნები, რაც იყო არ არის დაფიქსირებული ამ დოკუმენტში. ამ სამიტმა აჩვენა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიერ შესრულებული საშინაო დავალების მიმართ ამიტომ გაძლიერებული მუშაობა გვმართებს,“- აცხადებს სერგი კაპანაძე.