პრაღის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელებენ დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. კანონმდებლებს კარასინ-აბაშიძის ბოლო შეხვედრის დეტალებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გააცნობს.
აბაშიძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული. აბაშიძის შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია. სწორედ კომუნიკაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ უმრავლესობის წევრებიც, საპარლამენტო უმცირესობის აზრით კი, ამ შეხვედრებს შედეგი არ აქვს.