14 იანვარი 2026,   16:30
ვრცლად
ხობში მწყემსი დაჭრეს

ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ 60 წლამდე მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ხელში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

დაჭრილი რევაზ ლოგუაა, რომელიც ხობის რაიონის სოფელ ოქროს საწმისში მაშინ დაჭრეს, როდესაც ის ძროხებს მწყემსავდა.

დაჭრილი ამბობს, რომ მას დამნაშავე არ დაუნახავს, მხოლოდ სროლის ხმა გაიგონა და იგრძნო, რომ დაჭრილი იყო. ის ვერც დაჭრის მოტივებზე ვერ საუბრობს.

თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ის ძროხის ქურდმა დაჭრა, რადგან მან  დაინახა, როგორ ცდილობდა ძროხის მოპარვას და იმიტომ ესროლა, რომ არ გამოდევნებოდა არ ეცნო.

ზუგდიდის პოლიციაში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ,  რომ საქმე აღძრულია. თუმცა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ.          

დღის ამბები