08 იანვარი 2026,   12:03
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე გოკა გაბაშვილს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობიდან წასული ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელის, გოკა გაბაშვილის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი და მასთან ერთად პარტიიდან წამოსული კოლეგების გადაწყვეტილების მიზეზები გაცილებით უფრო სერიოზული მსჯელობის საგანია ვიდრე ეს ახლა ხდება.

"მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები "უპასუხისმგებლობასა"და "წნეხის ვერ გაძლებასთან" დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოკა გაბაშვილმა მისი კოლეგების გადაწყვეტილება შეაფასა და მას "არაადეკვატური და უპასუხისმგებლო" უწოდა. გაბაშვილი ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები