08 იანვარი 2026,   12:02
ვრცლად
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ნუცუბიძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაპატიმრებულია. სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. ცოტა ხნის წინ   განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 18 წლის ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები