ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების შესახებ კომენტარები გააკეთეს მთავრობის წევრებმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, იქ მიმდინარე პროცესები მისთვის საინტერსო არ არის.
„ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი ჯგუფი იქნება ნაციონალების, თუ ორი, პრინციპში ისინი არ არიან მმართველი ძალა დღეს და არც მგონია, რომ ოდესმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დეპუტატების გადაწეყვტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს მათი შიდა პარტიული საქმეა, თუმცა, მე მიკვირდა, იმგვარი სიმბიოზი იყო, რომ აქამდე გაძლეს ერთად,“ - განმარტა ნოდარ ხადურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს საკითხში გარკვევისთვის ნაციონალური მოძრაობუსთვის მიმართავა ურჩია.
„ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს და უმჯობესია მათ ვკითხოთ, თუ კიდევ აპირებენ რამეს, ან დატოვებას ან უკან დაბრუნებას,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.