08 იანვარი 2026,   12:58
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხაჭაპურით აღნიშნავს

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხაჭაპურით აღნიშნავს.

განცხადება ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხარზე ხაჭაპურს მივირთმევ, რომელიც ჩემმა მეგობარმა პირდაპირ თბილისიდან ჩამომიტანა," - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ჯეიმს აპატურაი. 

მანამდე კი აპატურაიმ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს! თქვენ ეს მოიპოვეთ არაერთხელ,"- წერს  ნატოს-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები