07 იანვარი 2026,   20:18
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი გაყვება"-ხადური ნაციონალური მოძრაობიდან წასულ დეპუტატებზე საუბრობს

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი გაყვება ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით,“-ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნაციონალური მოძრაობიდან 4 დეპუტატის წასვლის ფაქტს.

მინისტრი ზურაბ ჯაფარიძის მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალების შესაძლო გამარჯვების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია ცალსახად ევროპულია.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის არჩევნების შემდეგ არის პროევროპული. ჩვენი ორიენტაციაა ევროპა და ჩვენ ეს არაერთხელ ამრამარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ,“-განმარტა ნოდარ ხადურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები