გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი ხელისუფლების ფარული ორგანიზაციების არსებობაზე საუბრობს.
გიგლა ბარამიძის განცხადებით ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის სახელწოდება ”არალეგალია,” რომლის მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ არალეგალურად მცხოვერები საქართველოს მოქალაქეებისთვის საბუთების მოგვარებაა, სანაცვლოდ კი მოქალაქეებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა კოალიცია ქართულ ოცნებას უნდა მისცეს.
როგორც ბარამიძე აცხადებს ამ ფარულ ორგანიზაციას ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მფარველობენ.