14 იანვარი 2026,   14:25
ვრცლად
ეკა გიგაური ციხეებში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება

22 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ციხეებში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ დაუშვებელია ციხეებში ვითარება ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდეს.

მან გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დასვა - ერთი მათგანი შინაგან საქმეთა მინისტრის გეგმას ეხება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გიგაური სატელეფონო ჩანაწერებზეც აკეთებს აქცენტს, რომელებიც როგორც ჩანს, მარტივად გადის სამინისტროდან და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.

”ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შსს-ს მინისტრი, რომელსაც დანის ხელში თამაში უყვარს და როგორც გავიგეთ ცუდი ორატორია, ზედმიწევნით არ არის ინფორმირებული კრიმინალის მდგომარეობის შესახებ, არ აქვს კონკრეტული გეგმა და გონია, რომ მხოლოდ 90 იანი წლებისთვის დამახასიათებელი რეიდებით შეიძლება მსგავსი პრობლემის მოგვარება? და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ შსს-ს მიერ გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები მარტივად შეიძლება გავიდეს სამნისტროდან - ამ შემთხვევაში ჩანაწერების გამოტანა კი ემსახურებოდა მნიშვნელოვან მიზანს მაგრამ ასევე შესაძლებელია სატელეფონო ჩანაწერების გამოტანა კონკრეტული პირების დაშანტაჟებს ემსახურებოდეს მომავალში“, - წერს გიგაური.

ამავე თემაზე
დღის ამბები