10 იანვარი 2026,   12:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ სააკაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა წარუდგინა. საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიღებს და როგორც ცნობილია მისი დანიშვნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი 30 მაისს გამოქვეყნდება.

ოდესის ოლქში დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 

 

დღის ამბები