საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა კიევის მერმა მიულოცა.
ამის შესახებ განცხადება ვიტალი კლიჩკომ სოციალური ქსელით გაავრცელა.
"ვესაუბრე სააკაშვილს ოდესაში გაფრენის წინ და წარმატებები ვუსურვე. მითხრა, რომ მზად არის, იყოს არამარტო ექსპერტი, არამედ რეალურად აჩვენოს, როგორ არის შესაძლებელი სწრაფი ცვლილებების განხორციელება," - წერს კლიჩკო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა დღეს მოაწერა.