საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობას დღეიდან შეუდგება.
სააკაშვილი ქალაქ ოდესაში უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან ერთად რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.
ამ წუთებში სააკაშვილს ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში შეკრებილებს პირადად პრეზიდენტი პოროშენკოს წარუდგინეს.
სიტყვით გამოსვლის დრო უკრაინის პრეიზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
პოროშენკოს თქმთ, სააკაშვილს ის 35 წელია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იცნობს და მან არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია კორუფციის დამარცხება და საქართველოს შემდეგ იგივეს ნახვა სურს ოდესაშიც.