07 იანვარი 2026,   09:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი დროებით ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად ზურაბ ჭიაბერაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის ამ თანამდებობაზე დროებით იქნება, ვიდრე პარტიის შიგნით არჩევნები არ ჩატარდება.    

"დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალა. პარტიის წესდებით, ახალი აღმასრულებელი მდივნის არჩევამდე მის მოვალეობას სამდივნოს რომელმე წევრი ასრულებს. მადლობას ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, რომ ამ საპასუხისმგებლო პეროდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, ჩემდამი ნდობა გამოხატეს," - წერს ჭიაბერაშვილი.

ამასთან, ის აქვე აღნიშნავს, რომ ახალ აღმასრულებელ მდივანს პარტიის პოლიტიკური საბჭო 3 კვირაში აირჩევს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურის მიხედვით და ის ამ არჩევნებში კერნჭისყრას არ აპირებს. 

"მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოუერთდნენ და რომლებიც ჩვენი, პარტიის ძველი და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით, საერთო საქმეს წინ წაიყვანენ," - ამბობს ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ "ახლა მნიშვნელოვანი არა თანამდებობები, არამედ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა, უკომპრომისო კონსტიტუციუერი ბრძოლით. გჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევაჩერებთ ქვეყნის უკუსვლას, ხალხის გაღატაკებას და საქართველოს ამ კრიზისიდან გამოვიყვანთ".

დღის ამბები