15 იანვარი 2026,   07:42
ვრცლად
ახალაიას ადვოკატი სასამართლო პროცესზე დაცვამ მოწმედ დაასახელა

ბაჩო ახალიას ყოფილი ადვოკატი გოგა ონიანი ახალიას დაცვამ მოწმეთა სიაში შეიყვანა და, როგორც ამჟამინდელი ადვოკატი ამბობს, ის დაადასტურებს, რომ ახალია უდანაშაულოა. საუბარია ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.

საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ სპეცოპერაციას, რომელსაც სამი პირი ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები.

საქმეზე  არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვით და მოწმეების დაკითხვით უნდა განახლებულიყო. დაიკითხება დაცვის 7 მოწმე - მათ შორის არიან კონსტიტუირი უსაფრთხოების დეპარტამენეტის წარმომადგნები.

პროცესი კამათით დაიწყო, რაც მოწმეთა სიაში ახალაიას ყოფილი ადვოკატის გოგა ონიანის მოხვედრამ გამოიწვია. ეს ფაქტი  საქმის პროკურორმა  გააპროტესტა, რადგან ონიანი ბაჩო ახლაიას ერთ-ერთ საქმის ეპიზოდში იყო  მისი დამცველი და პროკურორი ამბობს, რომ ამის  გამო მას ჰქონდა ვალდებულება, რომ თუნდაც ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია არ გაემჟღავნებინა.  შესაბამისად, ბრალდების მხარეს მისი მოწმედ დაკითხვა მიუღებელად მიაჩნია. დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურას ონიანის აცილების მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია.  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ონიანის აცილების შუამდგომლობა და მოწმეთა სიაში დატოვა.  

პროცესი ისევ გრძელდება. ბაჩო ახალაია დღევანდელ პროცესს ესწრება. 

დღის ამბები