ესპანეთი დასავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID - 19-ის მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ფრანგი ეპიდემიოლოგები კი მონაცემების ზრდის გამო, ზამთარში მოსალოდნელ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ. საჯარო ადგილებში შეკრების დასაშვები ლიმიტი, 100-დან 50-მდე უკვე შემცირდა დანიის დედაქალაქსა და 17 მუნიციპალიტეტში.
შეზღუდვების ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს შოტლანდიის პრემიერ-მინისტრიც. 14 სექტემბრიდან ღია და დახურულ სივრცეებში ექვს ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება ინგლისშიც.
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდ-19-ის 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევით ბრაზილია, მსოფლიოში მესამე ადგილს, შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შემდეგ იკავებს.
სირიაში კი საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გაეროს 200-ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. რთული ვითარებაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში.