15 იანვარი 2026,   23:06
ვრცლად
სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულები 500-500 ლარით დააჯარიმეს

საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიერ წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული იანა იდოიანი და როლანდ დიასამიძე 500-500 ლარით დააჯარიმეს.

როგორც საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, მანდატურის სამსახურის მიერ სასამართლოს მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობისთვის დაკავებული ორივე პირი დაჯარიმების შემდეგ გათავისუფლდა.

იანა იდოიანი და მისი მეუღლე როლანდ დიასამიძე ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მანდატურის სამსახურმა დააკავა.

რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ ისინი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.

 

დღის ამბები